ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ კეთილდღეობის ხარისხი გაიზარდოს, ამისთვის აუცილებელია მშვიდობის შენარჩუნება და თუ იქნება მშვიდობა, იქნება კეთილდღეობის ხარისხის ზრდა და ევროინტეგრაცია

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ კეთილდღეობის ხარისხი გაიზარდოს, ამისთვის აუცილებელია მშვიდობის შენარჩუნება და თუ იქნება მშვიდობა, იქნება კეთილდღეობის ხარისხის ზრდა და ევროინტეგრაცია
მარტო პირველ წელს 30% ვარდნა ჰქონდა ეკონომიკაში ს, რაც არის ჩვენი 90-იანი წლების სურათი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ომი პირდაპირ ნიშნავს ეკონომიკური ზრდის არა თუ შეფერხებას, არამედ უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისს.
“თქვენ ნახეთ იგივე უკრაინას რა მოუტანა ომმა. ეს არის, არა მხოლოდ 10 ათასობით დაღუპული ადამიანი, არა მხოლოდ სხვა ჰუმანიტარული მძიმე პრობლემები, რომლებიც შეექმნა ქვეყანას, ეს არის არა მხოლოდ 10 მილიონი დევნილი და ლტოლვილი, რომლებიც მიიღო უკრაინამ, ეს არის, ყველაფერთან ერთად, უმძიმესი ეკონომიკური პრობლემებიც. მარტო პირველ წელს 30% ვარდნა ჰქონდა ეკონომიკაში უკრაინას, რაც არის ჩვენი 90-იანი წლების სურათი. რა თქმა უნდა, ომი პირდაპირ ნიშნავს ეკონომიკური ზრდის არა თუ შეფერხებას, არამედ უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისს.
რაც შეეხება მშვიდობის შენარჩუნებას, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც ჩვენ ვახერხებთ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნებას, ეს არის სწორედ ის, რომ ჩვენ გვაქვს, მადლობა ღმერთს, უწყვეტი მშვიდობის 12-წლიანი პერიოდი ამ ქვეყანაში,მიუხედავად იმისაც რომ 2 კრიზისი გამოვიარეთ, გლობალური კრიზისი, რეგიონული კრიზისი ამ პერიოდის განმავლობაში. პირველი იყო კრიზისი, რომელიც უკრაინის პირველ ომს უკავშირდებოდა 2015-2016 წლებში, ეკონომიკა შემცირდა დოლარში, ყოველ შემთხვევაში პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში ჩვენს გარშემო, მეორე კრიზისი უკავშირდებოდა კოვიდს.
ამ კრიზისების მიუხედავად ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ 28 მილიარდიდან 90 მილიარდ ლარამდე არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. შესაბამისად, ანალოგიურად ზუსტად, დაახლოებით 3-ჯერ არის გაზრდილი ქვეყნის ბიუჯეტი. მომავალი წლის ბიუჯეტი იქნება 3-ჯერ მეტი, ვიდრე ქვეყანას ჰქონდა 2012 წელს. უწყვეტი მშვიდობა არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რაც განაპირობებს ეკონომიკურ ზრდას. ჩვენ რომ გავყოლოდით იმ სცენარს, რომელსაც გვთავაზობდა ოპოზიცია, რა თქმა უნდა, ეს, გარდა სხვა უმძიმესი პრობლემებისა, გამოიწვევდა ეკონომიკურ კრიზისსაც და სერიოზულ ეკონომიკურ ვარდნასაც. აქედან გამომდინარე, არა თუ წინააღმდეგობაშია ეს ორი ფაქტორი ერთმანეთთან, პირიქით, მშვიდობას მოაქვს კეთილდღეობა და ასევე, კეთილდღეობის ზრდა არის არის ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი ევროინტეგრაციისთვის.
აქაც ყალბად წარმოაჩენენ ხოლმე ვითარებას, ამბობენ, რომ ჯერ უნდა შეხვიდე ევროკავშირში და მხოლოდ ამის შემდეგ ეშველება ქვეყნის ეკონომოკას, ამ დროს პირიქით არის, ვისაც ესმის ევროკავშირის გაფართოების კონცეფცია, ჯერ რაღაც დონეს უნდა მიაღწიო კეთილდღეობის და მხოლოდ ამის შემდეგ მიგიღებენ ევროკავშირში. ეს არის ევროკავშირის პოლიტიკა. ანუ ჯერ არის კეთილდღეობა და მერე ევროინტეგრაცია და არა – პირიქით. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ კეთილდღეობის ხარისხი გაიზარდოს. ამისთვის აუცილებელია მშვიდობის შენარჩუნება და თუ იქნება მშვიდობა, იქნება კეთილდღეობის ხარისხის ზრდა და იქნება ევროინტეგრაცია. თუ ეს ყველაფერი არ იქნება, ამ შემთხვევაში არც ევროინტეგრაცია იქნება და ყველაფერი მოგვრჩება უკან”, – განაცხადა
მთავრობის მეთაურმა.
Previous არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ერთი ჩვეულებრივი თოჯინა, პატარა, მარტივი მარიონეტია, მეტი როლი მას არ აქვს

ასევე დაგაინტერესებთ