ბიძინა ივანიშვილი არის მთავარი გარანტი იმისა, რომ ამ ქვეყანაში არის მშვიდობა და ქვეყანა სტაბილურად ვითარდება, შესაბამისად, აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ ის დანაშაულებრივი გეგმების მთავარი ადრესატი იყო

ბიძინა ივანიშვილი არის მთავარი გარანტი იმისა, რომ ამ ქვეყანაში არის მშვიდობა და ქვეყანა სტაბილურად ვითარდება, შესაბამისად, აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ ის დანაშაულებრივი გეგმების მთავარი ადრესატი იყო
ჩვენ ვნახეთ ტერორისტული აქტი, მკვლელობის მცდელობა სლოვაკეთში, ვნახეთ ტერორისტული აქტი, მკვლელობის მცდელობა -ში, ერთი და იგივე ხელწერა, ეს არის საერთაშორისო კონტექსტი და ეს ძალები მოქმედებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ გადაცემა “იმედი LIVE”-ში, ს მკვლელობის მომზადების საქმესთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
„არსებობს საერთაშორისო კონტექსტი, არსებობს ადგილობრივი კონტექსტი და ამ კონტექსტების გათვალისწინებით მგონი, არავისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ასეთი გეგმები ვიღაცის თავში იხარშება და მზადდება. საერთაშორისო კონტექსტს რაც შეეხება, არსებობს გარკვეული ხელწერა, რომელიც უკვე თვალნათელი გახდა, ჩვენ ვნახეთ ტერორისტული აქტი, მკვლელობის მცდელობა სლოვაკეთში, ვნახეთ ტერორისტული აქტი, მკვლელობის მცდელობა აშშ-ში, ერთი და იგივე ხელწერა, ეს არის საერთაშორისო კონტექსტი და ეს ძალები მოქმედებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ აქვთ ამის რესურსი. რაც შეეხება ადგილობრივ კონტექსტს, იცით, რომ „ნაცმოძრაობა“ არის ყველაფრის შემსრულებელი.
ერთ-ერთი, რითაც გამოირჩეოდნენ ისინი, როცა იყვნენ ხელისუფლებაში, იყო მკვლელობები, პირდაპირ ქუჩაში კლავდნენ ახალგაზრდებს, ათეულობით ახალგაზრდა პირდაპირ ქუჩაში მოკლეს, აქედან გამომდინარე, მათგან არავის უნდა გაუკვირდეს ასეთი ტიპის დანაშაულის ჩაფიქრება, მომზადება. ესაა საერთაშორისო და ადგილობრივი კონტექსტი, დანარჩენი უნდა დაადგინოს გამოძიებამ,“- აღნიშნა პრემიერმა.
კითხვაზე, თუ რატომ შეიძლებოდა გამხდარიყო ბიძინა ივანიშვილი ამ დანაშაულებრივი განზრახვის სამიზნე, ირაკლი მ უპასუხა, რომ იგი ქვეყნის მშვიდობისა და სტაბილური განვითარების გარანტია.
„ერთი მარტივი მიზეზის გამო – ის არის მთავარი გარანტი იმისა, რომ ამ ქვეყანაში არის მშვიდობა და ქვეყანა სტაბილურად ვითარდება. ის არის მთავარი გარანტი. აქედან გამომდინარე, ის რომ ამ გეგმების მთავარი ადრესატი იყო, აბსოლუტურად ლოგიკურია, აქ გასაკვირი არაფერია. რაც შეეხება კონტექსტს, აქ კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო სატელეფონო ზარი, რომელიც განხორციელდა რამდენიმე თვის წინ.
ეს იყო ერთ-ერთი ევროკომისრის სატელეფონო ზარი, რომლის მეშვეობითაც მოგვაწოდეს კონკრეტული მესიჯი, რაც ამ ევროკომისარმა მოგვიანებით აღიარა თავად და განაცხადა, რომ ის საუბრობდა მკვლელობის რისკებზე, უბრალოდ მან დააზუსტა, რომ პოლარიზაცია იქნებოდა ის, ვინც გვესროდა ტყვიას.
რეალურად, მრავლობითში იყო საუბარი და სიტყვები იყო ასე ნათქვამი – თქვენ უნდა იყოთ ფრთხილად, ნახეთ, რა დაემართა ფიცოს სლოვაკეთში. სიტყვასიტყვით ასე იყო ნათქვამი ეს ყველაფერი. მხოლობითი იყო, თუ მრავლობითი, ამას ვერ გაარჩევ ვერც ქართულში და ვერც ინგლისურში, ენის სპეციფიკიდან გამომდინარე, თუმცა ასე იყო ნათქვამი რეალურად – ფრთხილად იყავით, ნახეთ, რა დაემართა ფიცოს სლოვაკეთში,“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, რისკები რჩება იქამდე, ვიდრე ში ომი არ დასრულდება.
„რისკები რჩება იქამდე, ვიდრე უკრაინაში გრძელდება ომი, ვიდრე კონტექსტი იქნება ასეთი, ეს რისკები დარჩება ძალიან მძაფრად ჩვენს ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ ძალიან დიდ იმედებს ვამყარებთ მომავალ წელს ომის დასრულებაზე. ჩვენი გათვლებით, იმედებით, მაქსიმუმ ერთ წელიწადში უნდა დასრულდეს ომი უკრაინაში. როგორც კი ეს ვითარება შეიცვლება და რეგიონში ვითარება დამშვიდდება, მაშინვე ინტერესებიც გადალაგდება და შეიცვლება, ესაა ჩვენი ოპტიმიზმის საფუძველი, გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ მაქსიმუმ ერთ წელიწადში უკრაინაში ომი დასრულდება. როგორც კი ეს მოხდება, მაშინვე რისკებიც თვისებრივად და რადიკალურად შემცირდება,“- აღნიშნა პრემიერმა.
Previous რადიკალური ოპოზიცია გახდა „პრორუსული“ – არ შეიძლება, ორი წელი ლაპარაკობდე ერთს და შემდეგ სცადო ერთ დღეში ამ ყველაფრის შეცვლა, რა თქმა უნდა, საზოგადოება ამ ყველაფერს სათანადო შეფასებას მისცემს

ასევე დაგაინტერესებთ

უპრეცედენტოდ მშვიდი გარემოა ქვეყანაში და ჩვენი მთავარი ინტერესია, რომ ბოლომდე ასე მივიყვანოთ პროცესები, 26 ოქტომბრის ჩათვლით, თუ ვინმეს ინტერესებში შედის პროვოკაციები, ეს არის თვითონ „კოლექტიური ნაცმოძრაობა“