დონალდ ტრამპი – დიახ, ალბათ დებატებში მონაწილეობას მივიღებ

დიახ, ალბათ დებატებში მონაწილეობას მივიღებ, – ამის შესახებ -ის ყოფილმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა Fox News-ს განუცხადა.
„პასუხია დიახ, ალბათ დებატებში მონაწილეობას მივიღებ. მაგრამ შემიძლია მოვიყვანო არგუმენტი იმის სასარგებლოდ, რომ ეს არ გავაკეთო. ყალბი ამბების წახალისება არ მიყვარს, ისინი ამ დებატებიდან ათეულობით მილიონ დოლარს გამოიმუშავებენ. ABC არ მომწონს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ცნობისთვის, და შეთანხმდნენ, რომ დებატებს 27 ივნისსა და 10 სექტემბერს გამართავდნენ. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა, რომელმაც „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატურის მოსაპოვებლად დელეგატების საკმარისი რაოდენობა უკვე დააგროვა, განაცხადა, რომ დონალდ ტრამპთან დებატებისთვის მზად არის.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე – ამ ხელისუფლების მიერ ძალაუფლების შენარჩუნების შემთხვევაში საქართველოს სრული საერთაშორისო იზოლაცია ელოდება, მათ შორის საფინანსო-ეკონომიკური კუთხით – ხალხმა გამოუსწორებელი შეცდომა არ უნდა დაუშვას

ISFED – ჩვენი დამკვირვებლები ხშირად იღებენ ინფორმაციას, რომ საარჩევნო კამპანიაში მმართველი პარტიის სასარგებლოდ ჩართული პირები ამომრჩეველზე, მათ შორის საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულებზე, ზეწოლას სხვადასხვა გზით ცდილობენ