ე.წ. პრეზიდენტებმა ასლან ბჟანიამ და ალან გაგლოევმა ნიკოლას მადუროს ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს

ე.წ. პრეზიდენტებმა ასლან ბჟანიამ და ალან გაგლოევმა ნიკოლას მადუროს ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს.
ოკუპირებული ს ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას განცხადებით, მადუროს გამარჯვება „ხალხის მაღალი ნდობისა და მხარდაჭერის დადასტურებას წარმოადგენს“.
„აფხაზეთი თქვენ მიერ ჩვენი დამოუკიდებლობის აღიარებას ძალიან აფასებს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები გაგრძელდება და განვითარდება“, – აცხადებს ბჟანია.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა აღნიშნა, რომ არჩევნებში მადუროს დამაჯერებელი გამარჯვება მისი პროგრამის მხარდაჭერას ადასტურებს, რომელიც ქვეყნის განვითარებას ისახავს მიზნად.
„ჩვენს სახელმწიფოებს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის განმტკიცებაში თქვენს წვლილს ვაფასებ, რწმენას გამოვთქვამ, რომ ეს ურთიერთობები თქვენი მხარდაჭერითა და აქტიური მონაწილეობით გაგრძელდება და განვითარდება“, – აღნიშნა გაგლოევმა.
შეგახსენებთ, ვენესუელა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობას აღიარებს.
ვენესუელაში საპრეზიდენტო გუშინ გაიმართა. ვენესუელის საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული შედეგების მიხედვით, ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში ნიკოლას მადურომ გაიმარჯვა. მან არჩევნებში ხმების 51% მიიღო, ხოლო მისმა მოწინააღმდეგემ, ედმუნდო გონსალესმა 44%. ოპოზიციის ლიდერმა, მარია კორინა მაჩადომ განაცხადა, რომ არჩევნებში მათმა წარმომადგენელმა გაიმარჯვა და გონსალესმა ამომრჩეველთა ხმების 70% მოიპოვა.

ასევე დაგაინტერესებთ