ცნობილი გახდა რა თანხა დაუჯდება “კოპენჰაგენს” გოჩოლეიშვილის გამოსყიდვა

“შახტარიდან” ერთი წლით იჯარით გიორგი გოჩოლეიშვილის გადაყვანა “კოპენჰაგენს” 400 ათასი ევრო დაუჯდება, გაისად კი სურვილის შემთხვევაში, გამოსყიდვა – 2.5 მილიონი.
გოჩოლეიშვილი დონეცკურმა კლუბმა “საბურთლოსგან” 2023 წლის იანვარში 1 მილიონად შეიძინა და მას შემდეგ მან 37 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.
გოჩოლეიშვილი საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ევრო 2024-ზე იმყოფებოდა, თუმცა არ უთამაშია.