ენგურჰესი, ვარციხე, ვარდნილჰესების კასკადი – რომელი ჰესები გამოიმუშავებენ საქართველოში ყველაზე მეტ ელექტროენერგიას

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოში მოქმედმა ჰესებმა 6 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია გამოიმუშავეს, რაც წინა წელთან შედარებით 13.4%-ით მეტია.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, გაუმჯობესებული გამომუშავება უკეთეს კლიმატურ პირობებთან არის დაკავშირებული.
2024 წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში ყველაზე მეტი ელექტროენერგია უმსხვილესმა ჰიდროელექტროსადგურმა, ენგურჰესმა გამოიმუშავა, რამაც 1.6 მილიარდი კილოვატ საათი, ანუ მთლიანი ჰიდრო გამომუშავების 26% შეადგინა. წინა წელთან შედარებით ენგურჰესის გამომუშავება 15%-ით არის გაზრდილი. მეორე ადგილზეა ვარციხეჰესი 591 მილიონი კილოვატ საათი გამომუშავებული ელექტროენერგიით (ზრდა 10%), ხოლო მესამეზე ვარდნილჰესების კასკადი 361 მილიონი კილოვატ საათით (ზრდა 32%).
2024 წლის პირველ 6 თვეში საქართველოში მოქმედი 10 ჰესის გამომუშავება და წლიური ცვლილება: