არბიტრაჟის გადაწყვეტილებით, თავიდან ბოლომდე ხაზარაძე-ჯაფარიძის მხარე გამტყუნდა – ირაკლი კობახიძე

არბიტრაჟის გადაწყვეტილებით თავიდან ბოლომდე ხაზარაძე-ჯაფარიძის მხარე გამტყუნდა – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ “იმედის” ეთერში განაცხადა.
“გაიმარჯვა სახელმწიფომ, რომელიც სამართლიანი წესებით მოქმედებს. ანაკლიის საქმე იყო თავისი შინაარსით ძალიან მარტივი, რადგან სახელმწიფომ ხაზარაძე-ჯაფარიძის კონსორციუმს ყველა პირობა შეუქმნა, იმისთვის რომ ინვესტორები მოეზიდათ და პროექტი განეხორციელებინათ.
კონსტიტუციაშიც კი შევიტანეთ ჩანაწერი ანაკლიასთან დაკავშირებით, რომ კონსორციუმს ინვესტორების მოზიდვა გაადვილებოდა. საერთაშორისო არბიტრაჟმა სიმართლე დაადგინა, სადაც თავიდან ბოლომდე გამტყუნდა ხაზარაძე-ჯაფარიძის მხარე.