Kyiv Post – მალიში, ტუარეგმა აჯანყებულებმა „ვაგნერის“ მებრძოლების დამარცხების შემდეგ უკრაინის დროშით ფოტო გადაიღეს

მალიში, ტუარეგმა აჯანყებულებმა „ვაგნერის“ მებრძოლების დამარცხების შემდეგ უკრაინის დროშით ფოტო გადაიღეს. ექსკლუზიური ფოტო Kyiv Post-მა მოიპოვა.
Kyiv Post-მა ექსკლუზიური ფოტო უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების წყაროებიდან მოიპოვა.
27 ივლისს ტუარეგმა აჯანყებულებმა ფოტო და ვიდეო მასალა გაავრცელეს, სადაც „ვაგნერის“ განადგურებული კოლონა ჩანს.
ტუარეგი აჯანყებულების განცხადებით, ბრძოლა ალჟირის საზღვართან ახლოს ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, რის შედეგადაც სულ მცირე 20 „ვაგნერის“ მებრძოლი დაიღუპა და დანარჩენი ტყვედ ჩავარდა.
ტუარეგები ეთნიკური ჯგუფია, რომელიც საჰარის რეგიონში, მათ შორის ჩრდილოეთ მალიში ცხოვრობს. 2012 წელს ტუარეგები მალის ხუნტას წინააღმდეგ აჯანყდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ