სალომე სამადაშვილი – „ქართული ოცნების“ წევრები დასხდნენ დებატებზე ოპოზიციასთან, მაგრამ სათქმელი არაფერი აქვთ – ჩვენ მზად ვართ

კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერა აღარ აქვს, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, სალომე სამადაშვილმა „ედისონ რისერჩის“ კვლევის შედეგებზე საუბრისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნება“ / „ხალხის ძალას“ 32.4% უჭერს მხარს.
ს განცხადებით, ს შედეგებთან შედარებით „ედისონ რისერჩის“ კვლევის შედეგები „ქართულ ოცნებაში“ ძალიან კარგ შედეგად მოეჩვენებათ.
„მგონია, რომ კვლევის შედეგები არჩევნებამდე შეიცვლება, „ქართული ოცნება“ კიდევ მეტ ხმას დაკარგავს. ამაში დარწმუნებული ვარ, რადგან გაშიშვლდა. ის ღია კონფრონტაციაში შევიდა ჩვენს მთავარ სტრატეგიულ მოკავშირეებთან – ევროკავშირთან და -სთან. საქართველოს ყველა მოქალაქემ იცის, ჩვენ რომ გვაქვს დამოუკიდებელი სახელმწიფო და ძალიან ბევრი სხვა სიკეთე, უკავშირდება სწორედ ჩვენს ურთიერთობებს დასავლეთთან, ამას ქართველი ხალხი არ აპატიებს.
მეორე, მიუხედავად იმისა, რა ხდება დღეს სა და რუსეთს შორის, საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის ძალიან მყარი არჩევანია, რომ სგან უნდა იყო დაცული და ამისათვის ერთადერთი გზა არის ევროატლანტიკურ სივრცეში ყოფნა.
მესამე, მასშტაბი, სადაც არის გასული დღეს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების კორუფციის ხარისხი, ამ ქვეყანას არ უნახავს. ამ ყველაფერზე პასუხს გასცემს ქართველი ხალხი პირადად ბიძინა ივანიშვილს არჩევნებზე და დარწმუნებული ვარ, რომ გამოკითხვის შედეგები კიდევ ძალიან კარგ შედეგად მოეჩვენებათ არჩევნების შედეგებთან შედარებით“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
სალომე სამადაშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერებს მოუწოდებს, წინასაარჩევნოდ ოპოზიციასთან დებატებში დასხდნენ.
“„ქართულ ოცნებას“ ნორმალური საარჩევნო კამპანიის წარმოების რესურსი არ აქვს იმიტომ, რომ უკვე ბევრჯერ მოატყუეს ხალხი ამ 12 წლის მანძილზე. როგორ შეიძლება წინასაარჩევნო პერიოდმა ჩაიაროს ისე, რომ პოლიტიკურ დებატებზე არ მოდიოდეს ხელისუფლება ოპოზიციასთან. დებატებზე დასხდნენ ოპოზიციასთან, მაგრამ სათქმელი არაფერი აქვთ. ჩვენ ვართ მზად დებატებისთვის ყველასთან.
არაფერი მათ სათქმელი არ აქვთ. ოპოზიციასთან დებატების ნაცვლად ისინი საზოგადოებას სთავაზობენ იაფფასიან რუსულ პროპაგანდისტულ გზავნილებს. საზოგადოებას ეს ყელში ამოუვიდა“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.