ტურისტების რაოდენობა 20%-ით გაიზარდა – „სახლი ჯუთაში“

წელს უკეთესი წელია, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტურისტების რაოდენობა 20%-ით გაიზარდა, – ამის შესახებ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯუთაში მდებარე სასტუმრო “სახლი ჯუთაში” ხელმძღვანელმა ნანუკა არაბულმა “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, სასტუმროს ვიზიტორების 50% უცხოელია, ხოლო 50% ადგილობრივი. “წელს უკეთესი ტურისტული წელია. ჩვენი სტუმრები არიან სხვადასხვა ქვეყნიდან. ჯუთაში ტურიზმის უფრო მეტად განვითარების პოტენციალი არის, თუმცა ამჟამად ინფრასტრუქტურა არ არის შესაბამისად მოწყობილი. სეზონის პარალელურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რაც ტურისტული ნაკადების შედარებით სიმცირეს განაპირობებს. თუ სოფელ ჯუთაში ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება ტურისტების რაოდენობა უფრო მეტად გაიზრდება”, – აცხადებს ნანუკა არაბული.
სასტუმროს ხელმძღვანელის თქმით, “სახლი ჯუთაში” ზაფხულის სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდა და 2 ახალი კოტეჯი დაამატა.
ცნობისთვის, ‘’სახლი ჯუთაში“ ერთ-ერთი პირველი სასტუმროა, რომელიც ყაზბეგის მუნიციპალიტეტში გაიხსნა. ტურისტულ ობიექტს მომავალ წელს 25 წელი შეუსრულდება.
bp.ge