2024 წლის ზაფხულის დასაწყისიდან დღემდე ოკუპირებულ გაგრაში 110 ათასმა ადამიანმა დაისვენა. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ტურიზმის ადმინისტრაციაში აცხადებენ.
ადმინისტრაციის განმარტებით, ტურისტული ნაკადის შესახებ მოცემული მონაცემები წინასწარია, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2024 წელს აფხაზეთში დასვენების მოთხოვნა ძალიან მაღალი არ არის.
აგვისტოსთვის ობიექტების დატვირთულობა 90%-ია. ტურისტები გაგრაში საშუალოდ 7-10 დღე რჩებიან.
ცნობისთვის, ე.წ. ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2023 წელს გაგრაში 300 000-მა ადამიანმა დაისვენა.