ნუგზარ ზაზანაშვილის მრავალმხრივი გამოყენების დაცულ ტერიტორიაზე ქურციკების რაოდენობა უკვე 400-ს ინდივიდს აჭარბებს – დაცული ტერიტორიების სააგენტო

ნუგზარ ზაზანაშვილის მრავალმხრივი გამოყენების დაცულ ტერიტორიაზე ქურციკების მეათე თაობა დაიბადა! მათი რაოდენობა უკვე 400-ს ინდივიდს აჭარბებს – ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
პატარა ლიკლიკები თავს შესანიშნავად გრძნობენ. ახალშობილი ქურციკები, დაბადებიდან 2-3 კვირის განმავლობაში რთული საპოვნელია. ისინი საიმედოდ იმალებიან ბალახში და სამალავს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, ისიც სწრაფი ნახტომებით ტოვებენ.
ქურციკები ძალიან ფრთხილი და ცნობისმოყვარე არსებები არიან. დედა ქურციკიც, მხოლოდ იმ შემთხვევაში უახლოვდება ლიკლიკას, თუ საფრთხეს არ გრძნობს.
ქურციკი, იგივე ჯეირანი, გასული საუკუნის 60-იან წლებში გადაშენდა. 2013 წლიდან, ვაშლოვანის ეროვნულ პარკში, საქართველოს მთავრობისა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის WWF-გერმანიის და WWF- ავსტრიის ინიციატივით, გერმანიის მთავრობის(BMZ,KfW) ფინანსური მხარდაჭრითა და აზერბაიჯანის მთავრობის აქტიური ჩართულობით, ქურციკის აღდგენის პროექტი წარმატებით ხორციელდება