გამოკითხულთა 62%-ისთვის შინამეურნეობის შემოსავლის წყარო პენსია და სახელმწიფო დახმარებაა – კავკასიის ბარომეტრი

გამოკითხულთა 62%-ისთვის შინამეურნეობის შემოსავლის წყარო პენსია და სახელმწიფო დახმარებაა – კავკასიის ბარომეტრი
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC-საქართველო) „კავკასიის ბარომეტრის“ 2024 წლის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა 62%-ისთვის შინამეურნეობის შემოსავლის წყარო პენსია და სახელმწიფო დახმარებაა.
შინამეურნეობისთვის შემოსავლის წყარო ხელფასი გამოკითხულთა 49%-ისთვისაა. 49% აცხადებს, რომ მათ შემოსავლის სხვა წყარო აქვთ.
უძრავი ქონების გაქირავებიდან შემოსული შემოსავლით გამოკითხულთა 2% ცხოვრობს;
გაყიდული ქონებიდან მიღებული შემოსავლითაც – 2%;
საბანკო დეპოზიტებისა და ფასიანი ქაღალდებისგან მიღებული შემოსავლით – 1%;
სხვა წყარო აქვს – 4%-ს.
კვლევის ფარგლებში 1 509 რესპონდენტი გამოიკითხა. საველე სამუშაოები კი 2024 წლის 16 აპრილიდან 13 მაისამდე მიმდინარეობდა. მაქსიმალური ცდომილების ზღვარი 3%-მდე მერყეობს. შედეგები მთელი ქვეყნის, ასევე დედაქალაქის, სხვა ქალაქებისა და სოფლის ტიპის დასახლებების წარმომადგენლობითია და არ მოიცავს ოკუპირებული ტერიტორიებს.