Air China სექტემბრიდან თბილისის აეროპორტში რეგულარული ფრენების დაწყებას გეგმავს

უმსხვილესი ჩინური ავიაკომპანია Air China სექტემბრიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეგულარული ფრენების დაწყებას გეგმავს – ინფორმაციას TAV Georgia ავრცელებს.
„ავიაკომპანია თბილისი – ურუმჩის მიმართულებით ფრენებს კვირაში სამი სიხშირით, ბოინგ 737 800 – ით შეასრულებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ტავ ჯორჯიასა და ავიაკომპანიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. Air China 902 საჰაერო ხომალდით 186 ქვეყანაში ოპერირებს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.