რუსული კანონის წინააღმდეგ სარჩელს საკონსტიტუციოში „გონივრულ ვადაში“ განიხილავენ

რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში შესული სამივე სარჩელი ერთ წარმოებად გაერთიანდება და ისე განიხილება.
ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს, 29 ივლისს, ჟურნალისტებს განუცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელები შეტანილი აქვთ:
· პრეზიდენტს,
· 121 მედია და სამოქალაქო ორგანიზაციას,
· საპარლამენტო ოპოზიციას
როგორც ტურავამ განაცხადა, საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას „გონივრულ ვადებში“ მიიღებს, თუმცა ვერ ამბობს, მოესწრება თუ არა განხილვა 3 სექტემბრებამდე.
ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ საქართველოს პარტნიორების შეფასებით, ეს რუსული კანონია და ამ კანონით ქვეყანა სკენ წავა, ტურავა პასუხობს:
„ვნახავთ, წავიკითხავთ… რომელ რუსეთში? ჩრდილოეთისკენ? რა ვიცი, მე ყოველი შემთხვევისთვის ასეთი მიმართულება ჩემი თავისთვის და ქვეყნისთვის არ მიმიცია. არ მგონია, რომ ჩვენი სახელმწიფოს იდეა და მიზანი ჩრდილოეთისკენ სვლა იყოს[…]
წლების მანძილზე ვიყავი სტიპენდიატნიც, მქონდა პრემიაც და სხვადასხვაგვარი უცხოური დაფინანსება“, – განუცხადა „ტვ პირველს“ ტურავამ.
ამასთან ტურავას თქმით, არავის დავალებას, მათ შორის „ქართული ოცნებისას“, არ შეასრულებს.
რუსული კანონი საქართველოში 3 ივნისიდან მოქმედებს. ის გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო, მათ შორის, -ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, “უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.კანონის მიღებას წინ უძღოდა ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები, მშვიდობიან დემონსტრანტებზე, აქტივისტებსა და ოპოზიციონერ დეპუტატებზე ძალადობა და მათი დაშინების მცდელობები.
კანონის ამოქმედების შემდეგ შეჩერდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. გარდა ამისა, როგორც ევროკავშირმა, ისე სტრატეგიულმა პარტნიორმა, აშშ-მა საქართველოს ხელისუფლებას სანქციები დაუწესა.
დაანონსებულია სანქციების პაკეტის გაფართოება.

ასევე დაგაინტერესებთ