“მიქაუტაძესთან” სატელეფონო საუბარი მქონდა, თუმცა…”- დე როსიმ ქართველზე ისაუბრა

“რომას” მთავარმა მწვრთნელმა დანიელე დე როსიმ “ტულუზასთან” ამხანაგურ მატჩში (0:1) მარცხის შემდეგ “ლიონის” ახალწვეულის გიორგი მიქაუტაძის შესახებ ისაუბრა.
მოგეხსენებათ, “ჯალოროსის” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ქართველის “მეციდან” დამატება სურდა, თუმცა გიორგი მშობლიურ კლუბში აღმოჩნდა.
დე როსის თქმით, იგი მიქაუტაძეს ესაუბრა, თუმცა კონკრეტიკისგან თავი შეიკავა.
“სხვა კლუბის ფეხბურთელებზე საუბარს არ ვაპირებ, რადგან არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს სწორია. დიახ, ზარი შედგა და საუბარი ნამდვილად პოზიტიური იყო, თუმცა შინაარსზე საუბარს არ ვაპირებ”, – განაცხადა დე როსიმ.
შეგახსენებთ, “ლიონმა” მიქაუტაძე “მეციდან”, 18.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ
შეიძინა.