2023 წელს ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტების შემოსავლებმა 176.9 მლნ. ლარი შეადგინა, საიდანაც 11.4 მლნ. ლარი (6.4 პროცენტი) ვაჭრობის უფლების გაცემიდან (ერთჯერადი გადასახდელის სახით) მიღებული შემოსავალია, 153.2 მლნ ლარი (86.6 პროცენტი) – სავაჭრო ფართის გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი, ხოლო 12.3 მლნ ლარი (7.0 პროცენტი) – სხვა შემოსავალი. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
ამავე პერიოდში ბაზრებისა და ბაზრობის ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტების დანახარჯებმა 108.9 მლნ. ლარი შეადგინა, აქედან შრომის ანაზღაურება დასაქმებულ პერსონალზე 36.5 მლნ. ლარია.