,, ამიტომაც აქვთ ნულოვანი შედეგები ოლიმპიადაზე – უფლის სახელის გმობას მშვიდად რომ უცქერ…” – სანდრო ბრეგაძე

,,ქართული მარშის” ლიდერი, სოციალურ ქსელში სერბი ჩოგბურთელის ფოტოს აქვეყნებს, რომელმაც, როგორც სააგენტოები წერენ, პირველ რაუნდში განარჯვების შემდეგ, კისერზე ჩამოკიდებული ჯვარი დემონსტრატიულად აწია:
,,შენს კაცობას და მართლმადიდებლობას ვენაცვალე ნოვარ ჯოკოვიჩ!!
— მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ჯოკოვიჩმა – ოლიმპიადაზე პირველი გამარჯვების შემდგომ , ოლიმპიადის ორგანიზატორებს დემონსტრაციულად მართლმადიდებელთა ჯვარი აჩვენა და ამითი გამოხატა პროტესტი იმ უზნეო-შეურაცხყოფის გამო რაც გახსნის ცერემონიალზე ქრისტიანობას მიაყენეს!!
— ჯოკოვიჩი არის ქრისტიანი , მართლმადიდებელი , ის არის ვაჟკაცი – განსხვავებით იმ შეშინებული ვითომ ქრისტიანებისგან,რომლებმაც დისკვალიფიკაციის შიშით ხმა ვერ ამოიღეს და გადაყლაპეს ეს უდიდესი შეურაცხყოფა !!!
P . S . ამიტომაც აქვთ ნულოვანი შედეგები ოლიმპიადაზე – უფლის სახელის გმობას მშვიდად რომ უცქერ , შემდეგ ღმერთის იმედი არ უნდა გქონდეს და ფარისევლური პირჯვარი ვეღარ უშველის!”

ასევე დაგაინტერესებთ