პრემიერ-მინისტრი გაეროს კლიმატის ცვლილების 28-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს კლიმატის ცვლილების 28-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც წელს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დუბაიში გაიმართება, – ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
პრემიერ-მინისტრი სამიტის მონაწილე მსოფლიო ლიდერებს სიტყვით მიმართავს.
ირაკლი ღარიბაშვილი ასევე დაესწრება არაბთა გაერთიანებული საამიროების ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას.

ასევე დაგაინტერესებთ

ნაურუს რესპუბლიკის მხრიდან ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკასთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა არის ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველი