კახეთში ახალგაზრდა ქალი მოიტაცეს

კახეთის სოფელ კაბალში ახალგაზრდა, 23 წლის ქალი მოიტაცეს. შემთხვევა 29 ივლისს მოხდა.
-ში ინფორმაციას ადასტურებენ და ნეტგაზეთს ეუბნებიან, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს. თავისუფლების უკანონო აღკვეთა ითვალისწინებს პატიმრობას ორიდან ოთხ წლამდე.
თუმცა მსგავს დანაშაულზე, რომელიც ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით არის ჩადენილი, სასჯელის ზომა შესაძლოა 12 წლამდე პატიმრობით გაიზარდოს. გავრცელებული ინფორმაციით, ქალის გატაცებაში რამდენიმე პირი მონაწილეობდა.

ასევე დაგაინტერესებთ