საქართველოში 194 ბაზარია – რამდენი მოვაჭრეა დასაქმებული?

საქსტატმა ბაზრებისა და ბაზრობების შესახებ 2023 წლის გამოკვლევის შედეგები გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს საქართველოში ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული 194 ეკონომიკური სუბიექტი ფუნქციონირებდა. მაჩვენებელი 2022 წელს 197 იყო, შესაბამისად, გასულ წელს ქვეყანაში ბაზრებისა და ბაზრობების რაოდენობა 3 ერთეულით შემცირდა.