ნიკოლას მადურომ საპრეზიდენტო არჩევნებში კიდევ ერთხელ გაიმარჯვა

ნიკოლას მადურომ ვენესუელას საპრეზიდენტო არჩევნებში კიდევ ერთხელ გაიმარჯვა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ადგილობრივი ოპოზიციის ცნობით, არჩევნებმა გარკვეული დარღვევებით ჩაიარა, ამასთან, ს შედეგებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც.
CNN-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხმათა 80%-ია დათვლილი, საიდანაც მადურომ ხმათა 51%-ი მიიღო, აჯობა რა მის მთავარ მოწინააღმდეგეს, დემოკრატიული უნიტარული პლატფორმის კანდიდატს, ედმონდო გონსალეს ურიტიას.
არჩევნებში გამარჯვების შედეგად, მადურო პრეზიდენტის კაბინეტს ზედიზედ მესამედ, 6 წლის ვადით დაიკავებს.
აღსანიშნავია, რომ ის პრეზიდენტის პოსტს 2013 წლიდან უგო ჩავესის გარდაცვალების შემდეგ იკავებს.a