Edison Research-ის კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა უმრავლესობა, 32.4% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 17.3% „ნაციონალურ მოძრაობა/სტრატეგია აღმაშენებელს“, 12.8% „ძლიერი საქართველო: ლელო/ხალხისთვის/თავისუფლების მოედანს“, 11.2 % „საქართველოსთვის – გიორგი გახარიას“.
რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ ძალებს, სხვა პარტიების რეიტინგი ასეთია:
კოალიცია ცვლილებებისთვის ახალი/გირჩი/დროა – 9.9%;
„გირჩი“ – იაგო ხვიჩია 5.2%,
„ლეიბორისტული პარტია“ 3.3%,
„პატრიოტთა ალიანსი“ და „ალტ ინფო“ 2.6%,
„მოქალაქეები“ 2.2%;
„ევროპული საქართველო“ 1.9%,
„სამართლიანობისთვის“ – ეკა ბესელია 0.9%,
სხვა პარტიებს ასახელებს 0.4%.
რაც შეეხება პარტიების მიმართ ლოიალობას, 72% ამბობს, რომ თავის არჩევანში დარწმუნებულია, 28% კი ფიქრობს, რომ შეიძლება, მისი არჩევანი შეიცვალოს.
პარტიების მიხედვით ლოიალობის პროცენტული მაჩვენებელი ასე გადანაწილდა:
„ქართული ოცნება/ხალხის ძალა“ – დარწმუნებულია არჩევანში 85%; შეიძლება შეიცვალოს არჩევანი 15%;
„ერთიანობა: ენმ/სტრატეგია აღმაშენებელი“ შესაბამისად 78% და 22%;
„ძლიერი საქართველო: ლელო/ხალხისთვის/თავისუფლების მოედანი“ 65% და 35%;
„საქართველოსთვის – გიორგი გახარია“ – 63% და 37%;
„კოალიცია ცვლილებებისთვის: ახალი/გირჩი-დროა“ – 59% და 41%; „გირჩი“ (იაგო ხვიჩია) – 53% და 47%.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.
კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.
შესაძლო ცდომილება არის +/–2.5% საქართველოს მასშტაბით და +/– 2.5 % თბილისისთვის, 95%-იანი ნდობის ინტერვალისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 11-24 ივლისის შუალედში.