მოსახლეობის უმრავლესობა მთავარ პრობლემად ფასების ზრდას და უმუშევრობას ასახელებს – Edison Research

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობა მნიშვნელოვან პრობლემად ფასების ზრდას ასახელებს (26%), შემდეგ უმუშევრობას (25%), სიღარიბეს (23%), დაბალ ხელფასებს (22%) და ოკუპირებულ ტერიტორიებს (21%).
ამავე კითხვაზე მნიშვნელოვან პრობლემად ემიგრაციას ასახელებს 19%, ნარკოტიკების უკანონო გამოყენებასა და გავრცელებას 17%, ხოლო წენსიებსა და მაღალ ფასებს 16%.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.
ვრცლად formulanews.ge