ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი: ერდოღანი სადამ ჰუსეინის გზას მიჰყვება

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელ კაცი თურქეთის პრეზიდენტის ს განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც იგი ამბობს, რომ პალესტინელების დახმარების მიზნით, შესაძლოა, თურქეთი ისრაელში შეიჭრას.

ისრაელ კაცი ერდოღანს ერაყის ყოფილ ლიდერს, სადამ ჰუსეინს ადარებს.

„ერდოღანი სადამ ჰუსეინის გზას მიჰყვება და ისრაელზე თავდასხმით იმუქრება. მას უნდა ახსოვდეს, რა მოხდა იქ [ერაყში] და როგორ დასრულდა ეს“, – წერს ს საგარეო საქმეთა მინისტრი.