“კვარამ” თავის პირველივე მატჩში გაიტანა – “ნაპოლიმ” გაიმარჯვა [VIDEO]

ამხანაგურ მატჩში „ნაპოლიმ“ ალბანეთის „ეგნატია“ 4:0 დაამარცხა.
მწვრთნელმა ანტონიო კონტემ სასტარტოში დააყენა, ის ძალინ აქტიური იყო, თითქმის ყველა შეტევა მისი მონაწილეობით წარიმართა, 21-ე წუთზე სტანისლავ ლობოტკას პასი მიიღო, მარცხენა ფრთიდან საჯარიმოში შეიჭრა და მეტოქის კარი დალაშქრა. შემდეგ გოლი მატეო პოლიტანომ გაიტანა.
მეორე ტაიმში კონტემ მთელი შემადგენლობა შეცვალა, „ნაპოლიმ“ უპირატესობა გაზარდა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
მომდევნო საკონტროლო შეხვედრას ნეაპოლური გუნდი ამავე სტადიონზე, 31 ივლისს ფრანგულ „ბრესტთან“ ჩაატარებს.
ნაპოლი – ეგნატია 4:0
გოლები: 1:0 კვარაცხელია
(21), 2:0 პოლიტანო (29), 3:0 სიმეონე (51), 4:0 ნგონჟი (68)
ნაპოლი (პირველი ტაიმი): მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ნატანი, მაზოკი, ანგისა, ლობოტკა, სპინაცოლა, პოლიტანო, კვარაცხელია, ჩედირა
ნაპოლი (მეორე ტაიმი): კაპრილე, რაფა მარინი, ბონჯორნო, ჟუან ჟეზუსი, ძერბინი, იაჩარინო, ფოლორუნშო, მარიო რუი, ნგონჟი, რასპადორი, სიმეონე
ლაივბალზე შევედი,80 წუთი მიდიოდა და ანგარიში,4-0 იყო.ეწერა,რომ მესამე გოლიც,52 წუთზე,კვარაცხელიამ გაიტანა.რაც იქ ეწერა,მხოლოდ ის დავწერე.რეპორტაჟი,სამწუხაროდ არ იყო.რომელია სიმართლე არ ვიცი.