ხვიჩამ პირველივე მატჩში ანგარიში გახსნა [VIDEO]

ამხანაგურ მატჩში „ნაპოლი“ ალბანეთის „ეგნატიას“ მასპინძლობს და 2:0 ამარცხებს.
მწვრთნელმა ანტონიო კონტემ სასტარტოში დააყენა, მან 21-ე წუთზე სტანისლავ ლობოტკას პასი მიიღო, მარცხენა ფრთიდან საჯარიმოში შეიჭრა და მეტოქის კარი დალაშქრა. შემდეგ გოლი მატეო პოლიტანომ გაიტანა.
ნაპოლი – ეგნატია
გოლები: 1:0 კვარაცხელია (21), 2:0 პოლიტანო (29)
ნაპოლი (სასტარტო): მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ნატანი, მაზოკი, ანგისა, ლობოტკა, სპინაცოლა, პოლიტანო, კვარაცხელია, ჩედირა