ნაგავსაყრელებიდან მეთანის ემისიების დაახლოებით 58% სურსათის ნარჩენებზე მოდის

EPA-მ გამოაქვეყნა ორი ახალი მოხსენება, რომლებიც ადგენს ნაგავსაყრელებზე სურსათის ნარჩენებისგან წარმოქმნილი მეთანის ემისიების რაოდენობას და გვაწვდის ახალ რეკომენდაციებს სურსათის ნარჩენების მართვისთვის; ანგარიშების დასკვნები ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სურსათის ნარჩენების შემცირება და მათი განკარგვა ისე, რომ არ მივაყენოთ გარემოს ზიანი;
„თუ არ გადაიდგმება სწრაფი და ქმედითი ნაბიჯები მეთანის შემცირების მიმართულებით, ადგილობრივ მთავრობებს სულ უფრო ხშირად მოუწევთ გამკლავება ისეთ პრობლემებთან, როგორებიცაა ტემპერატურის მატება, ზღვის დონის აწევა და ექსტრემალური ამინდები“.
–ს გარემოს დაცვის სააგენტოს (EPA) თანახმად, შეერთებულ შტატებში წარმოებული საკვების მესამედზე მეტი იყრება. ეს არამარტო საკვების ფუჭად კარგვაა, არამედ იმ რესურსებისაც, რომლებიც გამოყენებულ იქნა მისი წარმოების, გადამუშავების, ტრანსპორტირებისა და განაწილებისთვის. საკვების დიდი ნაწილი ხვდება ნაგავსაყრელებზე, სადაც იგი იშლება და წარმოქმნის მეთანს, სათბურის გაზს, რომელიც საკმაოდ საზიანოა.
მიმდინარე თვის დასაწყისში EPA-მ გამოაქვეყნა ორი ახალი მოხსენება, რომლებიც ადგენს ნაგავსაყრელებზე სურსათის ნარჩენებისგან წარმოქმნილი მეთანის ემისიების რაოდენობასა და გვაწვდის ახალ რეკომენდაციებს სურსათის ნარჩენების მართვისთვის.
„გადაყრილი საკვები არის მთავარი გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური გამოწვევა“, განაცხადა EPA-ს ადმინისტრატორმა მაიკლ ს. რეგანმა პრესრელიზში, — „აღნიშნული ანგარიშები გადაწყვეტილების მიმღებ პირებს აწვდის მნიშვნელოვან მონაცემებს სურსათის ნარჩენების კლიმატზე ზემოქმედების შესახებ და ხაზს უსვამს იმის აუცილებლობას, რომ სურსათის ნარჩენები არ უნდა მოხვდეს ნაგავსაყრელებზე“.
ანგარიშების დასკვნები ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სურსათის ნარჩენების შემცირება და მათი განკარგვა ისე, რომ არ მოხდეს გარემოსთვის ზიანის მიყენება.
მოხსენებაში „ნაგავსაყრელზე აღმოჩენილი სურსათის ნარჩენებიდან მეთანის გამონაბოლქვის რაოდენობრივი შეფასება“ ნათქვამია, რომ ნაგავსაყრელებიდან ატმოსფეროში გამოთავისუფლებული მეთანის ემისიების დაახლოებით 58% მოდის სურსათის ნარჩენებზე, რომლის 61% პირდაპირ ატმოსფეროში გაიტყორცნება.
18 შტატის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ჯგუფმა დაწერა ერთობლივი წერილი, რომელშიც ისინი მოუწოდებენ EPA-ს 2040 წლისთვის ნაგავსაყრელებზე სურსათის ნარჩენების გატანა ეტაპობრივად შეწყვიტოს, რათა მეთანის ემისიები შემცირდეს.
„თუ არ გადაიდგმება სწრაფი და ქმედითი ნაბიჯები მეთანის შემცირების მიმართულებით, ადგილობრივ მთავრობებს სულ უფრო ხშირად მოუწევთ გამკლავება ისეთ პრობლემებთან, როგორებიცაა ტემპერატურის მატება, ზღვის დონის აწევა და ექსტრემალური ამინდები”, – ნათქვამია ოფიციალური პირების წერილში, რომელთა შორისაც არიან მინეაპოლისისა და სიეტლის მერები, იტყობინება Reuters-ი.
EPA-ს თანახმად, აშშ–ში მეთანის ემისიების 14% ნაგავსაყრელებზე მოდის. 2020 წელს საერთო ჯამში 60 მილიონ ტონაზე მეტი ნახშირორჟანგის ექვივალენტი მეთანი გამომუშავდა.
ბოლო კვლევის შედეგების საფუძველზე EPA-მ განაახლა თავისი „სურსათის აღდგენის იერარქია“ — ინსტრუმენტი, რომელიც ეხმარება ოფიციალურ პირებს, გააცნობიერონ სურსათის ნარჩენების გარემოზე ზემოქმედების მართვის საუკეთესო გზები, ნათქვამია პრესრელიზში.
ახალ კვლევაში EPA-ს მიერ ნაგავსაყრელებიდან მეთანის ემისიების გამოყოფის რაოდენობრიობა პირველად განისაზღვრა. მიუხედავად იმისა, რომ 1990 წლიდან 2020 წლამდე ნაგავსაყრელებიდან მთლიანი ემისიების რაოდენობა შემცირდა, ნაგავსაყრელებზე სურსათის ნარჩენებმა უფრო მეტი ემისია წარმოქმნა. ეს დასკვნები მიუთითებს იმაზე, რომ ნაგავსაყრელებიდან სურსათის ნარჩენების გადატანა იქნება ეფექტური საშუალება აღნიშნული ნაგავსაყრელებიდან მეთანის ემისიების შესამცირებლად
კიდევ ერთი მოხსენება „მინდვრიდან ნაგვის ურნამდე: აშშ–ს სურსათის ნარჩენების მართვის გზების გარემოზე ზემოქმედება“ განიხილავს სურსათის ნარჩენების განადგურების გარემოზე ზემოქმედებას. მასში გაერთიანებულია უახლესი მეცნიერული მონაცემები აშშ–ში საკვების ნარჩენების გარემოზე ზემოქმედების შესახებ. იგი ასრულებს კვლევას დაწყებულს მის თანხმლებ ანგარიშში „ფერმიდან სამზარეულომდე: აშშ–ს სურსათის ნარჩენების გარემოზე ზემოქმედება“, რომელიც წარმოადგენს სურსათის ნარჩენების გარემოზე ზემოქმედების ანალიზს ფერმიდან მომხმარებლამდე. „სურსათის ნარჩენები“ გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციის ერთ–ერთი მთავარი თემა იქნება.
განაგრძეთ კითხვა
წყარო: Ecowatch.com