იტალიაში დაწყებით და საშუალო სკოლებში მობილური ტელეფონები აიკრძალა. კლასებში სმარტფონები და პლანშეტები აიკრძალება თუნდაც სასწავლო მიზნებისთვის – ასეთია იტალიის ახალი საგანმანათლებლო “გაიდლაინები”.
აკრძალვა მოიცავს საბავშვო ბაღის, დაწყებითი და საშუალო სკოლების მოსწავლეებს.
სხვათა შორის, ამ ქვეყანამ სკოლებში მობილური ტელეფონები ჯერ კიდევ 2007 წლიდან აკრძალა, მაგრამ მოწყობილობებს საგანმანათლებლო მიზნებისთვის მაინც იყენებდნენ. ახალი სასწავლო წლიდან კი ბავშვებს პლანშეტებისა და კომპიუტერების გამოყენება მხოლოდ მასწავლებლების ნებართვით იქნება შესაძლებელი.
იტალიის განათლების სამინისტრო მივიდა დასკვნამდე, რომ ტელეფონების გამო, ბავშვებმა კალმით წერის უნარი გააუარესეს. არადა, ტრადიციული წერა კოგნიტურ უნარებს, კერძოდ, მეხსიერებასა და სწავლის უნარს აუმჯობესებს.
ადგილობრივი მასწავლებლები და სასკოლო საბჭოს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს შეზღუდვა ბავშვებს ერთმანეთთან მეტ კომუნიკაციაში დაეხმარა.
ცნობისთვის, გასულ წელს გაეროს საგანმანათლებლო, კულტურულ-სამეცნიერო სააგენტომ UNESCO-მ რეკომენდაცია გაუწია სმარტფონების აკრძალვას მთელი მსოფლიოს სკოლებში. ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ მოწყობილობები ფანტავს სტუდენტებს და უარყოფითად მოქმედებს სწავლის შედეგებზე.
როგორია საერთაშორისო პრაქტიკა ამ მხრივ:
სკოლებში მობილური ტელეფონების აკრძალვას განიხილავენ ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა, სლოვაკეთი, ფინეთი, ირლანდია და შვედეთი.
ნიდერლანდების სკოლის მოსწავლეებს კი უკვე აეკრძალათ გაკვეთილების დროს არა მხოლოდ სმარტფონების, არამედ სხვა მობილური მოწყობილობებით სარგებლობაც.