გადაწყდა – “ჩელსი” დანიელ მეკარეს იმატებს, რითაც მამარდაშვილის ტრანსფერი გამოირიცხება

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, “ჩელსიმ” “ვილიარეალთან” შეთანხმებას მიაღწია და 24,5 მილიონი ევროს სანაცვლოდ 22 წლის დანიელ მეკარე ფილიპ იორგენსენს დაიმატებს.
ლონდონელები მეკარეს ხანგლძრივვადიან კონტრაქტს გაუფორმებენ და უახლოეს დღეებში წარადგენენ.
იორგენსენმა გასულ სეზონში ლა ლიგის 38 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. 66 გოლი მიიღო და კარი მშრალად 6 შეხვედრაში შეინახა.
ინფორმაციისთვის, “ჩელსის” სახელს გიორგი მამარდაშვილს უკავშირებდნენ და ამ ტრანსფერის შემდეგ ეს ამბავი საბოლოოდ გამოირიცხა.