“როცა მინისტრი ვიყავი, ხშირად ვხვდებოდნენ ქართველ ოპონენტებს” – შამბა ადასტურებს, რომ მოლაპარაკებები და საუბრები შეწყვეტილია

ოკუპირებული ს ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრთან (დევნილობაში), ვახტანგ ყოლბაიასთან ონლაინ საუბარში, ჟურნალისტ ვანო ჩოკორაის კითხვაზე პასუხისას, ამბობს:
„მე არაერთხელ მისაუბრია და აფხაზურ საზოგადოებაში ბევრს არ მოსწონს ჩემი პოზიცია, მაგრამ ყოველთვის ვამბობდი, რომ თუ არის პრობლემა, პირველ რიგში უნდა ისაუბრო. არ არსებობს მეზობელი, ახლობელი ან თუნდაც მონათესავე ხალხები, რომლებსაც ერთმანეთთან არ უომიათ. მთელი ევროპა ამის მაგალითია
ომიდან დიდი დრო გავიდა, უკვე 30 წელია. შეიძლებოდა როგორმე დაწყებულიყო გარკვეული მოძრაობები ურთიერთგაგებისკენ, მაგრამ ეს ნელა ხდება. ყოველთვის ვემხრობოდი სახალხო დიპლომატიას და როცა საგარეო საქმეთა მინისტრი ვიყავი, ჩვენი წარმომადგენლები ხშირად ხვდებოდნენ ქართველ ოპონენტებს. ეს იყო ერთმანეთის პოზიციების გაგების შესაძლებლობა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაიწყოს პრობლემის როგორღაც დაძვრა მკვდარი წერტილიდან. ახლაც ამ აზრზე ვარ. ჩვენს ხალხებს შორის არის კონფლიქტი, რომელიც გამოწვეულია მრავალი ისტორიული გარემოებით და განსაკუთრებით ომით და ამ კონფლიქტის დასაძლევად ჩვენ უნდა ვისაუბროთ და მოვძებნოთ ურთიერთგაგებისა და შემდგომი თანაცხოვრების გზები“.