კარიერას გავაგრძელებ თუ არა, არ ვიცი… დავისვენებ აუცილებლად, ჩემი შვილები მენატრებიან – სანდრო ბაზაძე

ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ არ იცის, კარიერას გააგრძელებს თუ არა. ბაზაძე დარწმუნებულია, რომ პარიზის ოლიმპიადაზე უსამართლოდ დაიჩაგრა და მსაჯების არასწორი გადაწყვეტილების გამო გამოეთიშა ტურნირს.
“იმაში ვარ დარწმუნებული, რომ არა ვაზეიმებ იმით, რომ ისინი მე გამეხავენ. არასდროს არ გავტყდები – ეს ნამდვილად ვიცი. სამწუხარო ისაა, რომ ოლიმპიური თამაშებია და უკვე მეორედ არ მაძლევენ საშუალებას, მედალი ავიღო, რისი ძალაც მაქვს, იმათზე 10 თავით ძლიერი ვარ.
ოლიმპიური თამაშები რომ 15-5 მოიგო, ადვილი არაა. ხდება ასე და მომაყენა დარტყმა – 8:2-ს ვაგებდი, მაგრამ გავუწიე ჩემს თავს ორგანიზება და დავბრუნდი ბრძოლაში. მარტივი ხომ არაა სტრესი არ გქონდეს? მინდა მოგება და იმასაც უნდა. დავბრუნდი, გავაანალიზე, რომ ვაგებდი ორთაბრძოლას და გააკეთეს იგივე. ერთმა ტოპმა მსაჯმა არ მიმსაჯა არც ერთხელ. ასეთი რაღაც არ შეიძლება. მწირავენ რის გამო? არ ვიცი. რეალურად, ყველა ხედავს, რომ არ მაძლევენ საშუალებას, ოლიმპიური მედალი მოვიპოვო. მხოლოდ ერთი მედალი მაკლია ჩემს კარიერაში, რაც კი არსებობს, ყველაფერი მოგებული მაქვს. როდესაც რეალურად წავაგებ მე, ვიტყვი, რომ ჩემზე ძლიერი იყო, მაგრამ არ ვაგებ. ეს მწყინს და მაგაზე მწყდება გული, რომ არ ვაგებ.
გავასაჩივრე და რა ვქენი – ვერაფერი ვერ ვქენი, მედალს მე არავინ დამკიდებს. სამწუხაროა, რომ მეორეჯერ ხდება ეს ფაქტი. 17 წელია სპორტსმენი ვარ და ვიბრძვი ამ ყველაფრისთვის. ვინ არის ჩემზე უკეთესი? დღეს ისეთი ადამიანები იგებენ მედლებს… ყველას ძალიან დიდ პატივს ვცემ, თითოეულ მათგანს, ვინც აიღო მედალი, მაგრამ მე მეკუთვნის იქ რომ ვიყო და არ ვარ, მივდივარ სახლში. წარმატებას ვუსურვებ თითოეულ ჩვენს სპორტსმენს, ძალიან მიყვარს თითოეული მათგანი და მათი გამარჯვება ჩემი გამარჯვება იქნება. კარიერას გავაგრძელებ თუ არა, არ ვიცი, დავისვენებ აუცილებლად, ჩემი შვილები მენატრებიან,” – სანდრო ბაზაძე.

ასევე დაგაინტერესებთ