„აგენტების კანონის“ წინააღმდეგ ოპოზიციის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში ხვალ შევა

29 ივლისს, დილით, ოპოზიცია ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლოში ე.წ. „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ სარჩელი შეიტანს.
“ნაციონალური მოძრაობაში” რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ პარტიის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თამარ კორძაია, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად, საკონსტიტუციო სასამართლოს კანონპროექტის გაუქმების მოთხოვნით მიმართავენ.
ოპოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოსგან მოითხოვს „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის კონსტიტუციის 22-ე და 78-ე მუხლებთან შეუსაბამობის დადასტურებასა და მის გაუქმებას.
საპარლამენტო ოპოზიციის წევრებმა პარლამენტში საკონსტიტუციო სარჩელს ხელი 22 ივლისს მოაწერეს. სარჩელის ხელმომწერი პარლამენტის 32 ოპოზიციონერი წევრია.
საკონსტიტუციო სასამართლოში ეს კანონი უკვე გაასაჩივრეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმაც.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია