უნდა მივეჩვიოთ, რომ ომი მოგვიახლოვდება, თუმცა ვითარებას ვაკონტროლებთ და რეაგირება შეგვიძლია – ფინეთის პრეზიდენტი

უნდა მივეჩვიოთ, რომ ომი მოგვიახლოვდება, თუმცა ვითარებას ვაკონტროლებთ და რეაგირება შეგვიძლია. ასეთი კომენტარი გააკეთა ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა ს მურმანსკის ოლქში მდებარე აეროდრომ “ოლენიაზე” განხორციელებული დარტყმის ფონზე, რომელიც ფინეთის საზღვართან დაახლოებით 200 კილომეტრში მდებარეობს.
სტუბის თქმით, ფინეთის საზღვართან ახლოს მდებარე აეროდრომის დაბომბვასთან დაკავშირებით მან მოლაპარაკებები ჩაატარა ფინეთის პრემიერ-მინისტრ, პეტერი ორპოსთან და შვედეთის პრემიერ-მინისტრ, ულფ კრისტერსონთან.
“ძირითადი მესიჯი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ფინეთში აღელვების მიზეზები არ გვაქვს. ვითარებას ვაკონტროლებთ და რეაგირება შეგვიძლია”, – განაცხადა სტუბმა.
ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ ფინელები უნდა მიეჩვიონ, რომ ომი ფინეთის საზღვრებს მოუახლოვდება, ვინაიდან “ჰესლინკიდან კიევამდე საფრენი საკმაოდ ახლოა”.
“უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ ყველა საშუალებას გამოიყენებს, რათა ეს ომი მოიგოს, და ეს სხვადასხვა დარტყმებსაც გულისხმობს. და რუსეთი გააგრძელებს ჰიბრიდული დარტყმების განხორციელებას”, – განაცხადა სტუბმა.
წყარო: ინტერპრესნიუსი