ერგნეთში სტიქიამ ხიდები დააზიანა – მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

სოფელ ერგნეთის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. სტიქიამ საოკუპაციო ზოლის სიახლოვეს მდებარე სოფელში ორი ხიდი დააზიანა, რის გამოც გზით სარგებლობა უსაფრთხო აღარაა. აღნიშნული ხიდები სოფელში უბნებს ერთმანეთთან აკავშირებს.
მოსახლეობას თვეებია ჰპირდებიან, რომ გაფუჭებულ ხიდებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება, მაგრამ უშედეგოდ. ხალხი ამბობს, რომ ხელისუფლებას ისინი წინასაარჩევნოდაც კი არ ახსენდება. სოფელში არ არის აფთიაქი, მაღაზია, სტადიონი. პრობლემები მოსახლოებას აიძლებს, სოფლის დატოვებაზე იფიქროს.
“მინდა მივმართო ხელისუფლებას, რომ სოფლის მოსახლეობას ძალიან დიდი პრობლემის ქვეშ ნუ აყენებენ. ელემენტალური საუბნო გზები, აფთიაქი, ელემენტალური სასოფლო მაღაზია, მარკეტი, რომელიც სოფელს არ გააჩნია, – ამბობს ადგილობრივი.
“ასფალტირებული გზები გვინდა, აფთიაქი გვინდა, მეზობლებშ დავრბოვართ ხოლმე, წამალი რომ გვჭირდება”, – ამბობს კიდევ ერთი ადგილბრივი.