დასახელდა ლა ლიგის გუნდები, რომლებიც ქოჩორაშვილის დამატებით ინტერესდებიან – ქართველს შესაძლოა, “ბარსელონასთან” დიდი ჯახი მოუწიოს

Mundo Levante-ს ჟურნალისტის ერიკ მარტინ გასულას ინფორმაციით, ლა ლიგის ერთ-ერთ გუნდი, რომელიც “ლევანტეს” ქართველი ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილის შეძენით ინტერესდება, “ესპანიოლია”.
კატალონიური კლუბი, რომელიც “ბარსელონას” საძულველი მეტოქეა, ჩვენებურის გარშემო შექმნილ სიტუაციას სწავლობს და შესაძლოა, მალე ოფიციალური შეთავაზებაც გააკეთოს.
“ესპანიოლი” ამ ზაფხულს დაბრუნდა ლა ლიგაში და გაძლიერებას გეგმავს. პრიმერას კიდევ ერთი გუნდი, რომელიც გიორგის დაუკავშირეს, ვიგოს “სელტაა”. რამდენიმე დღის წინ გაიჟღერა “ვილიარეალის” სახელმაც.
lagradaonline წერს, რომ ქოჩორაშვილით სერია A-დანაც ინტერესდებიან და ამ ხაზით “ტორინო” და “ლაციო” აქტიურობენ.
ეს მოსალოდნელიც იყო და კარგი იქნება მალე ვიხილოდ ტოპ 5 ჩემპიონატში, მაგრამ რა მაინტერესებს სიგუა არ ჩანს ბაზელში და ტრავმა ქონია, სად მიიღო ან რა დაემართა ამ ბიჭს სულ ტრამვირებული როგორ არის? გამახსენდა ზოგიერთი ძველი ნაკრების წევრები სულ ტრავმა რომ ჭირდათ(ცხადაძე, აჩიკო არველაძე,ნემსაძე,მჭედლიძე,ყენია…) ღმერთმა დაიფაროს და ამათ არ შეუერთდეს…