წლის ემოჯად დამდნარი სახე დასახელდა

კონკურსმა World Emoji Awards წლის ემოჯად დამდნარი სახე დაასახელა. მიზეზი ადვილი მისახვედრია, – გლობალურმა დათბობამ, მოსახლეობისთვის სიცხე სულ უფრო პრობლემური გახადა.
Emojipedia-ს მიერ ორგანიზებული კონკურსის გამარჯვებული სოციალურ ქსელში X (Twitter) ხმის მიცემით, გავარდნის პრინციპით გამოავლინეს.
ფინალში გამარჯვებულმა სძლია ემოჯის, რომელიც ცრემლებს იკავებს. პირველი ადგილისთვის ასევე იბრძოდნენ: ვარდისფერი გული, თავისქალა, მტრედი, ფენიქსი, ჯამბაზი და სხვები.
გამარჯვებულები გამოვლინდნენ სხვადასხვა კატეგორიაშიც.