“სკანდალის შექმნა არ გამოგივათ” – საგარეო საქმეთა მინისტრი

ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრის ქალაქ სკოპიეში მიმდინარე ეუთო-ს მინისტერიალზე დასწრებაზე, სადაც მონაწილეობას იღებს ოკუპანტი ს საგარეო საქმეთა მინისტრიც, და რომელ სამიტსაც სწორედ ამის გამო ბოიკოტს უცხადებენ პოლონეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა, განაცხადა:
“თქვენ გინდათ მხოლოდ სკანდალის შექმნა, რომელიც არ გამოგივათ, იმიტომ, რომ საქართველო მიიღებს მონაწილეობას ყველა იმ პლატფორმაზე, სადაც ჩვენ შევძლებთ საქართველოს ინტერესების გამოხატვას”.
ცნობისთვის, ესტონეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ და დღეს უკვე პოლონეთმაც უარი თქვეს ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მინისტრთა საბჭოს შეხვედრაში მონაწილეობაზე, ეუთოს თავმჯდომარის ჩრდილოეთ მაკედონიის გადაწყვეტილების გამო, მოიწვიოს ს დელეგაცია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის. ს ხელმძღვანელობით.
ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს განცხადებით, მართალია არის სანქცირებული, მაგრამ სანქციების შემთხვევაშიც კი ხდება დაშვებები ისეთ მასშტაბურ ფორმატებთან მიმართებაში, როგორიც არის ეუთოს მინისტერიალი. სტანო განმარტავს, რომ ღონისძიებაში ლავროვის მონაწილეობა მნიშვნელოვანია, რათა ეუთომ შეძლოს და დაუპირისპირდეს კრემლის რეჟიმის უკანონო საქმიანობასა თუ ტყუილებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – როცა რეჟიმი ასე გიტევს, ის ბოლომდე წავა, გაჩერდება იმ შემთხვევაში, თუ მის ძალადობას დაუპირისპირდება გადაულახავი ძალა, რომელიც მას დააფრთხობს – ძალას ახლა კი ვხედავ, მაგრამ ეს ძალა დაქსაქსულია

ირაკლი კირცხალია ALDE-ზე – „მოლოტოვის“ მსროლელ ლაზარე გრიგორიადისს გმირად გვირაცხავ, შემდეგ, ზრდასრული ლაზარე რომ გამოჩნდა, რომელიც ტერორიზმს გეგმავდა, ამას ახალისებ, აქ გასაკვირი და ახალი არაფერია