ვიქტორ ორბანი: უკრაინა ძლიერი სახელმწიფოა, თუმცა …

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ არის ძლიერი სახელმწიფო, რომელიც რუსეთს წარმატებითა და უპრეცედენტო ძალით წინააღმდეგობას უწევს.

„უკრაინის ძალამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა“, – აღნიშნა ორბანმა.

მისი თქმით, ქვეყანა 11 მილიონმა ადამიანმა დატოვა, სახელმწიფო არ მუშაობდა, მაგრამ ახლა წარმატებით და უპრეცედენტო ძალით უწევს წინააღმდეგობას უკრაინა.

როგორც უნგრეთის პრემიერი აღნიშნავს, უკრაინამ შეძლო საკუთარი მოწოდებისა და არსებობისთვის ახალი მნიშვნელობის პოვნა, რადგან აქამდე მათ ჰქონდათ უმწეობის განცდა და საკუთარ თავებს შეჯახების ადგილად აღიქვამდნენ.

„ახლა გაჩნდა პერსპექტივა დასავლეთს ეკუთვნოდნენ, ეს გახდა ახალი მისია, რომელიც საკუთარ თავს დაუწესეს, მათ სურთ დასავლეთისთვის ახალი აღმოსავლეთ საზღვარი გახდნენ“, – განაცხადა ორბანმა.

ამასთან, ორბანმა დასძინა, რომ უკრაინა არ გახდება ნატოს ან ევროკავშირის წევრი, რადგან ევროპას ამისთვის ფული არ ეყოფა.

მისი აზრით, უკრაინა დაუბრუნდება ბუფერული სახელმწიფოს როლს -სა და ს მხრიდან გარანტიებით.