სომხეთმა წელს 600 მლნ დოლარის ინდური წარმოების იარაღი იყიდა

სომხეთი ინდოეთიდან იარაღის უმსხვილესი შემსყიდველი გახდა.
როგორც სომხური მედია, „არმენპრესი”, იუწყება, ინდოეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2024-2025 ფინანსურ წელს სომხეთის მიერ ინდური წარმოების შეიარაღების შესყიდვების საერთო მოცულობამ 600 მილიონ დოლარს მიაღწია.
სომხეთი 2021 წლიდან ინდოეთიდან ყიდულობს რაკეტებს, საარტილერიო სისტემებს, საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა იარაღებს.