თუშეთის გზაზე, ძლიერი წვიმის გამო ჩახერგილი გზა გაწმენდილია – მოძრაობა აღდგა

თუშეთის გზაზე, ძლიერი წვიმის გამო ჩახერგილი გზა გაწმენდილია, მოძრაობა აღდგა, – აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გზების დეპარტამენტში განუცხადეს.
უწყების ცნობით, ადგილზე მუშაობდა მძიმე ტექნიკა და გზა ორივე მხრიდან იწმინდებოდა.
ცნობისთვის, თუშეთის გზაზე, ძლიერი წვიმის შედეგად გზის სავალი ნაწილი ჩაიხერგა.