პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტთა შორის საქართველოს ნაკრების სახელით 60 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გიორგი სარდალაშვილი წარსდგა.
სარდალაშვილი ასპარეზობაში მერვედფინალიდან ჩაერთო და ისრაელის სახელით მოასპარეზე იამ ვოლჩაკი დაამარცხა.