რუსეთის კაპიტულაცია არ მოხდება – ლავროვი

რუსეთის კაპიტულაცია არ მოხდება, – ამის შესახებ ს საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
მისი შეფასებით, სთან დაკავშირებით დასავლეთის ქვეყნების ამჟამინდელ დამოკიდებულებას რუსეთის პოზიციის იგნორირება წარმოადგენს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსულმა მხარემ თავისი პოზიცია უკვე „ათასჯერ“ დააფიქსირა.
„ამას ყურადღებას არ აქცევენ და კვლავ მოგვიწოდებენ, რომ კონსტრუქციული მიდგომა გამოვავლინოთ. სინამდვილეში, მათი გაგებით, ეს კაპიტულაციას ნიშნავს. ეს არ მოხდება, სპეციალური სამხედრო ოპერაციის ყველა მიზანი მიღწეული იქნება, ამის ეჭვი არ არსებობს“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
.