ევროკავშირის მოქალაქეების თითქმის ორი მესამედი უსაფრთხოებითაა შეშფოთებული – კიდევ რას აჩვენებს ახალი კვლევა

ევროკომისიის მიერ ჩატარებული ბოლო კვლევის მიხედვით, ევროკავშირის მოქალაქეების თითქმის ორი მესამედი უსაფრთხოებით არის შეშფოთებული. გამოკითხულთა დაახლოებით 47%-მა განაცხადა, რომ ისინი „საკმაოდ შეშფოთებულნი არიან“ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ევროკავშირის უსაფრთხოებით, 17% კი ამბობს, რომ „ძალიან შეშფოთებულია“. კვლევა აჩვენებს, რომ ყველაზე მეტად უსაფრთხოების საკითხები პორტუგალიის მოქალაქეებს აწუხებთ, შემდეგ მოდის გერმანია.
გამოკითხვის მიხედვით, ევროკავშირის მოქალაქეების დაახლოებით 58% კვლავ ოპტიმისტურად არის განწყობილი ევროკავშირის მომავალთან დაკავშირებით, 37 % კი – პესიმისტურად.
გამოკითხული მოქალაქეების დაახლოებით 50% მიიჩნევს, რომ ევროკავშირისთვის ამჟამინდელი ყველაზე დიდ გამოწვევა უკრაინის ომია, ხოლო გამოკითხულთა 41% მიიჩნევს, რომ ყველაზე დიდი გამოწვევა არალეგალური მიგრაციაა.
პოლონეთში გამოკითხულთა 70% ში არსებულ ვითარებას ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის საფრთხედ მიიჩნევს, 30% კი მას უმნიშვნელოს ან არარსებულს უწოდებს.
„იპსოსმა“ ონლაინ გამოკითხვა ივნისი-ივლისის პერიოდში ჩაატარა და მასში მონაწილეობა ევროკავშირის 25 000-მდე მოქალაქემ მიიღო.