“მაშინდელი და დღევანდელი კონტექსტები უნდა გავითვალისწინოთ” – რას აცხადებენ ოპოზიციაში 2010 წლის სამიტსა და წლევანდელ მინისტერიალში საქართველოს მონაწილეობაზე

ეუთო-ს მინისტერიალი ისე ურთიერთბრალდებების თემაა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქში, ეუთო-ს 2-დღიანი შეხვედრა დღეს გაიხსნა. სკოპიეში იმყოფებოდა ამერიკის სახელმწიფო მდივანი . მინისტერიალს ესწრება ევროკომისარი ჟოზეფ ბორელიც.
ღონისძიებაში ს მონაწილეობის გამო, მინისტერიალზე დასწრებაზე უარი თქვეს უკრაინისა და ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა. ქართულ ოპოზიციურ სპექტრში ფიქრობენ, რომ სკოპიეში არ უნდა ჩასულიყო არც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. ამასთან, “ნაციონალურ მოძრაობაში” პასუხობენ მმართველ გუნდსაც, სადაც აცხადებენ, რომ 2010 წელს ეუთო-ს სამიტში მონაწილეობას იღებდნენ და გრიგოლ ვაშაძე, 2008 წლის ომიდან ორი წლის შემდეგ. ენმ-ს წევრების შეფასებით, მაშინ სხვა კონტექსტი იყო.
“კონტექსტებიი უნდა გავითვალისწინოთ მაშინდელი და დღევანდელი. თქვენ კარგად იცით, რომ [მაშინ] საერთაშორისო საზოგადოება არ იყო ასეთი მკვეთრი საკუთარ განცხადებებსა და ნაბიჯებში ს დაგმობისა. მაშინ სხვა კონტექსტი იყო, ახლა სხვა კონტექსტია. იქაც, თქვენ ვერ ნახავთ ერთ დარბაზში მიხეილ სააკაშვილსა და ვლადიმერ პუტინს. შესაბამისად, ამ ნაბიჯისკენ მაინც მოვუწოდებ ბატონ ილიას, იმიტომ რომ ეს იქნება ღირსეული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლის,” – აღნიშნა დავით ხაჯიშვილმა.
პარტია “საქართველოსთვის” წევრის, ს შეფასებით კი, მსგავსი ფორმატები ქვეყანამ აუცილებლად უნდა გამოიყენოს.
“მე ვერ ვხედავ პრობლემას, რომ ამ მინისტერიალში მონაწილეობა მივიღოთ. იმ დაშვებით რომ ამ მინისტერიალს გამოვიყენებთ ჩვენს პრობლემებზე სასაუბროდ,” – აღნიშნა დაუშვილმა.