რუმინეთის შენგენის ზონაში სრულფასოვანი შესვლის საკითხი განიხილება

რუმინეთისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრებმა შეხვედრა გამართეს. მედიის ცნობით, მარჩელ ჩოლაკუსა და ს შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა რუმინეთის შენგენის ზონაში სრულფასოვანი შესვლა იყო.
„მე ვთხოვე უნგრეთს, რომელიც თავმჯდომარეობს ევროკავშირის საბჭოს, ხელი შეუწყოს ევროკავშირის სტრატეგიულ დღის წესრიგს და რუმინეთის სრულ გაწევრიანებას შენგენში“, – განაცხადა შეხვედრის დასრულებისას რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა, მარჩელ ჩოლაკუმ.
თავის მხრივ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა პირობა დადო, რომ რუმინეთის შენგენის ზონაში სრული ინტეგრაციის საკითხი ევროკავშირის საბჭოს დღის წესრიგში შეიტანს.
წყარო: 1 არხი-საზოგადოებრივი მაუწყებელი

ასევე დაგაინტერესებთ