ჩვენი მიზანია, მოვიზიდოთ ინვესტორები, რათა მეტი ელექტროსადგური შეიქმნას…” – პრემიერი

ვაღიარებთ ენერგიაზე მზარდ მოთხოვნას და კლიმატის ცვლილებებთან გამკლავების აუცილებლობას, ჩვენი მიზანია, მოვიზიდოთ ინვესტორები, რათა მეტი ელექტროსადგური შეიქმნას და გამოყენებული იქნეს საქართველოს უხვი მწვანე ენერგიის პოტენციალი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის (CAREC) რიგით 22-ე მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ვაღიარებთ ენერგიაზე მზარდ მოთხოვნას და კლიმატის ცვლილებებთან გამკლავების აუცილებლობას, ამიტომ განახლებადი ენერგიის წყაროებში უახლეს ინიციატივებს ვნერგავთ წყლის, ქარის, მზისა და სხვა მდგრადი წყაროების ჩათვლით. ჩვენი მიზანია, მოვიზიდოთ ინვესტორები, რათა მეტი ელექტროსადგური შეიქმნას და გამოყენებული იქნეს საქართველოს უხვი მწვანე ენერგიის პოტენციალი. ასევე ვმუშაობთ ენერგოეფექტურობის სფეროში პროექტების შესამუშავებლად და მზად ვართ, გაერო-ს კლიმატის ცვლილების ჩარჩო-კონვენციის შესაბამისი პოლიტიკა შევიმუშაოთ, რომელიც თავსებადი იქნება ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების დღის წესრიგთანაც. დასასრულს, ხაზი მინდა გავუსვა ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის რეგიონული პროგრამის და ამ კონტექსტში დასახული მიზნების განხორციელების შესაძლებლობას და მნიშვნელობას მთელი რეგიონისთვის. ვიმედოვნებ, რომ დღევანდელი კონფერენცია წარმატებული და ნაყოფიერი იქნება, რაც ჩვენს საერთო მისწრაფებას შეუწყობს ხელს აყვავებული და მდგრადი მომავლისკენ“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ყველა პირველკურსელს გილოცავთ ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას – სტუდენტობას, დარწმუნებული ვარ, სწავლისა და განვითარებისთვის ძალ-ღონეს არც მომავალში დაიშურებთ და თქვენი სახით ქვეყანას არაერთი საუკეთესო პროფესიონალი შეემატება

ქართული სკინჰედობა არ არის ბუნებრივად წარმოშობილი, ის გარედანაა დაფინანსებული ქვეყნის ეკონომიკის ჩამოსაშლელად, ისინი “სასარგებლო იდიოტებად” ჩამოაყალიბეს რომ შეარყიონ ქვეყნის რეპუტაცია