„ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეგიონალური ტურნე დაიწყო

„ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეგიონალური ტურნე დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას „ერთიანობა“ ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პარტიის ლიდერები და ახალგაზრდები დასავლეთ საქართველოში შეხვედრებს გამართავენ.
როგორც „ერთიანობაში“ აცხადებენ, ყველა რეგიონში ჩაიტანენ მთავარ სათქმელს, რომ ყველა ის პრობლემა რაც დღეს ქვეყანაშია, აუცილებლად დასრულდება 26 ოქტომბერს, როდესაც ქართველი ხალხი ერთიანობით გაიმარჯვებს.