ნეთანიაჰუ ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში ტრამპს შეხვდა

ისრაელის პრემიერმინისტრი და -ს რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი და აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ერთმანეთს ტრამპის მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში, ფლორიდაში შეხვდნენ.
ყოფილი პრეზიდენტის კამპანიის მიერ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ნეთანიაჰუმ ტრამპსა და მის ადმინისტრაციას ახლო აღმოსავლეთის რეგიონში სტაბილურობის შესანარჩუნებლად გაწეული ძალისხმევისთვის, აბრაამის შეთანხმებისთვის, აშშ-ს საელჩოს იერუსალიმში გადატანისთვის, ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციისთვის, ირანთან ბირთვული შეთანხმების შეჩერებისთვისა და ამერიკაში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ ანტისემიტიზმთან ბრძოლისთვის მადლობა გადაუხადა.
ტრამპმა, თავის მხრივ, 7 ოქტომბრის ტრაგედია გაიხსენა, ს მიმართ თანადგომა გამოხატა და პირობა დადო, რომ როგორც კი თეთრ სახლში დაბრუნდება, ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა დაამყაროს და აშშ-ს კოლეჯების კამპუსებში ანტისემიტიზმის გავრცელება შეაჩეროს.
ტრამპმა და ნეთანიაჰუმ აშშ-სა და ისრაელის მჭიდრო ურთიერთობაც განიხილეს. ტრამპმა თქვა, რომ აშშ-ს მიერ ისრაელისთვის მიწოდებული სამხედრო დახმარება ამერიკისთვის არაჩვეულებრივი ინვესტიციაა.
რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, აშშ-სა და ისრაელს შორის გამორჩეული სტრატეგიული, ტექნოლოგიური და სამხედრო თანამშრომლობა დამყარდება.
ტრამპმა ხაზი გაუსვა, რომ ისრაელი რადიკალური ისლამური ტერორიზმის წინააღმდეგ გლობალურ ომში აშშ-ს მნიშვნელოვანი პარტნიორია. ლიდერებმა ირანის ბირთვულ შეთანხმებასა და ISIS-ისა და სხვა რეგიონული უსაფრთხოების რისკების წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.
ტრამპმა შეხვედრისას დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატი, ც გააკრიტიკა. მისი თქმით, ჰარისის განცხადება ისრაელის მიმართ “უპატივცემულო” იყო. ნეთანიაჰუმ კი იმედი გამოთქვა, რომ ჰარისის კომენტარი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას “უფრო რთულს არ გახდის”.
ცნობისთვის, ხუთშაბათს, 25 ივლისს, ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ ისრაელის პრემიერმინისტრთან საუბრისას ისრაელისა და ჰამასის კონფლიქტის შესახებ სერიოზული შეშფოთება გამოხატა და პირობა დადო, რომ ღაზის ვითარების შესახებ “ჩუმად არ იქნებოდა”.
ისრაელის პრემიერმინისტრი 24 ივლისს აშშ-ს კონგრესში სიტყვით გამოვიდა, ხოლო 25 ივლისს პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და დემოკრატიული პარტიის სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატს, ვიცეპრეზიდენტ კამალა ჰარისს თეთრ სახლში შეხვდა.