კალაძე “TV პირველის” წინააღმდეგ – დედაქალაქის მერი სასამართლო გადაწყვეტილების იძულებით აღსრულებას მოითხოვს

ტელეკომპანია “TV პირველის” წინააღმდეგ თბილისის მერი აღსრულების ბიუროს მიმართავს. სასამართლო გადაწყვეტილების იძულებით აღსრულებას მოითხოვს.

როგორც იცით, 2 წლის წინ საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა კალაძის სარჩელი ტელეკომპანიის წინააღმდეგ და ოპოზიციურ არხს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 15 ათასი ლარის გადახდა და ინფორმაციის უარყოფა დაავალა. ეს გადაწყვეტილება ზემდგომმა ინსტანციებმა ძალაში დატოვეს.

ტვ პირველი აცხადებს, რომ უზენაესმა სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება 2023 წლის ნოემბერში მიიღო, მერმა კი აღსრულების ბიუროსთვის მიმართვა რვა თვის შემდეგ, ივლისში გადაწყვიტა.

არხის მთავარი პროდიუსერი ნოდარ მელაძე ამ ყველაფერს თბილისის მერის ქონების შესახებ მასალაზე მუშაობას უკავშირებს.

“სასამართლოს გადაწყვეტილებაში იკვეთება, რომ თბილისის მერის მიზანი არ ყოფილა ინფორმაციის გასწორება. ამ გადაწყვეტილების მიზანი იყო ფინანსური წნეხის განხორციელება… ტელევიზიას უჭირს საოპერაციო ხარჯების დაფარვაც კი. არხს არ აქვს თავისუფალი თანხა, რომლითაც მოახერხებს ამ ჯარიმის გადახდას“, აცხადებს ნოდარ მელაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

„ჩვენი ამოცანაა, ორიენტირებული ვიყოთ რესოციალიზაცია-რეაბილიტაციასა და განრიდებაზე, პრევენციულ ღონისძიებებზე. კანონმდებლობა მოვიდა შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტებთან, და კიდევ უფრო ჰუმანური გახდა“

სიები ჩახსნეს და არ აღიარებენ პარლამენტის ლეგიტიმურობას ისეთივე „გრამოფონის” არიაა, როგორც 2020 წელს ჯერ უარს ამბობდნენ პარლამენტის პრივილეგიებზე და ბოლოს, გაცდენილი სხდომების ანაზღაურებასაც ითხოვდნენ